Deprecated: html_entity_decode(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/alliance-beopen/public_html/theme/footer.php on line 24
ეთიკა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ეფექტიანი ადგილობრივი თუ რეგიონული ხელისუფლების მნიშვნელოვანი მახასიათებლებია. აღნიშნული პრინციპები უკავშირდება კულტურას, პროცესებს, სტრუქტურებსა და წესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ საჯარო სამსახურში საზოგადოებრივი ინტერესებისთვის მოქმედებენ და არა საკუთარი ინტერესებისთვის. ისინი კარგი მმართველობის ძირითადი მახასიათებლებია და მნიშვნელოვანია, რომ მათი პატივისცემა და შესაბამისი ორგანიზაციების მიერ მონიტორინგის წარმოება.
ეთიკა წარმოადგენს წესებს, რომლებიც განსაზღვრავენ საჯარო მოხელეების[i] ქმედებებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საზოგადოების მიმართ სამართლიანი და თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად. ეთიკას შეუძლია დაეხმაროს საჯარო მოხელეებს, მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები საჯარო ინტერესების სასარგებლოდ და ამავე დროს, დაეხმაროს ხალხს, შეაფასონ საჯარო მოხელეების მიერ მათი სახელით მიღებული გადაწყვეტილებები.
საჯარო ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფს, რომ მოხელეები ღიად აგებენ პასუხს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთაც იღებენ საზოგადოების სახელით.
ეთიკის და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების არარსებობა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის კორუფციისა და უკანონო ქმედებებისთვის. როგორც ბოლო თავშია ხაზგასმული, კორუფცია ზიანს აყენებს ინდივიდებს, საზოგადოებას, ეკონომიკას და მთავრობას სხვადასხვა მხრივ. ეთიკასა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების პრიორიტეტიზაციას შეუძლია, ალაგმოს ძალაუფლების გადამეტების ყველაზე უარესი შემთხვევები და ხელი შეუწყოს უფრო პასუხისმგებლიანი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
მაშინაც კი, როცა კორუფცია ენდემური არ არის, ეთიკისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების არქონამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საზოგადოებაში მთავრობის, საჯარო ინსტიტუციებისა და მოხელეების ნდობის საკითხს. როგორც ეთიკა, ისე საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება კომპლექსური საკითხებია, თუმცა, სწორად აღსრულების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ და გააძლიერონ ნდობა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის.
აგრეთვე, საჯარო სამსახურში ეთიკასა და ანგარიშვალდებულებას პოზიტიური გარემოს შექმნა შეუძლია, სადაც აღიარებულია, რომ მოქალაქეები და სხვა დაინტერესებული მხარეები ხელს უწყობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხს. მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტებთან ერთად, ეთიკასა და ანგარიშვალდებულებას შეუძლია უზრუნველყოს, რომ მოქალაქეთა პირადი გამოცდილებები, ცოდნა და საგნის ყურადღებით შესწავლა ღირებულებას შემატებს და გაამყარებს ხელისუფლებისა და საჯარო მოხელეების გადაწყვეტილებებს.
არჩეულმა წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ ის პროცესი, რომლის მიხედვითაც ხდება ქონების დეკლარაციის მონიტორინგი და რომელი ორგანო და რომელი სანქციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს და როგორ, იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირი აკეთებს ცრუ ან არასრულ განცხადებას. მათ უნდა იცოდნენ მამხილებელი პოლიტიკის მარეგულირებელი წესები და რომელი თანამდებობის პირი ან პირები არიან პასუხისმგებელი მამხილებელთა საჩივრებისა და არასწორი ქმედებების შესახებ ანგარიშების განხილვაზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ახლად არჩეული წარმომადგენლების შიდა ტრენინგი და უზრუნველყოს ყველა არჩეული თანამდებობის პირის რეგულარული გადამზადება. არჩეული წარმომადგენლების, როგორც პოლიტიკური კეთილსინდისიერების მისაბაძი მოდელების წარმატებისთვის აუცილებელია სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ცოდნა და გაგება.
საბოლოოდ, საჯარო სამსახურში ეთიკის წესები და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება საჯარო სერვისის განვითარების გასაღებია, რადგან საჯარო სერვისები, რომელიც მოქალაქეთა მოთხოვნებს ეფუძნება, მათ წინაშეა ანგარიშვალდებული და ხალხის მოსაზრებებით, იდეებით, ენერგიითა და საგნის ყურადღებით შესწავლის უნარით სარგებლობს, უკეთ იმუშავებს ხალხისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის.
ერთად აღებული ეთიკა და საჯარო ანგარიშვალდებულება დაგვეხმარება უზრუნველვყოთ, რომ გადაწყვეტილების მიღება და რესურსების გადანაწილება სამართლიანი, ნაყოფიერი და ეფექტური იყოს, რაც, თავის მხრივ, დემოკრატიის, ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიზნით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა მიიღო „ევროპული ქცევის კოდექსი ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული ყველა პირისთვის“, რაც წაახალისებს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასა და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციებს, შექმნან და დანერგონ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები კეთილსინდისიერების მენეჯმენტისა და საკონსულტაციო სერვისების მიმართულებით, რათა დაეხმაროს თანამშრომლებს პოტენციური ეთიკური რისკისა და ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებასა და გამკლავებაში.
გამჭვირვალობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ეთიკისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი მექანიზმებია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში. რეგიონების ევროპული კომიტეტის უახლესმა ანგარიშმა „აღმოსავლეთის თანამეგობრობის ქვეყნებში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე კორუფციის პრევენცია და საჯარო ეთიკის ხელშეწყობა“ აღმოაჩინა, რომ გამჭვირვალობის ნაკლებობა იყო მთავარი მოწყვლადი ფაქტორი ყველა შეფასებულ შემთხვევაში. ეს სახელმძღვანელო მიმოიხილავს გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის მექანიზმებს, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების მიერ.
[i] ამ პუბლიკაციაში, ტერმინი საჯარო მოხელეები მიუთითებს არჩეულ წარმომადგენლებს, საჯარო ხელისუფლებას და საჯარო მოხელეებს (ადგილობრივ, რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე) ვისაც უკავია საკანონმდებლო, ადმინისტრაციული ან სამართლებრივი თანამდებობა და ყველა ის ადამიანი ვინც ასრულებს საჯარო ფუნცქიას, მათ შორის საჯარო სააგენტოები და საწარმოები, რომლებიც შედის მთავრობის საკუთრებაში.
ეთიკის კოდექსები ადგენს ძირითად პრინციპებს, რომელიც საჯარო მოხელეებმა უნდა დაიცვან, მათ შორის კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და ღიაობა. ქცევის კოდექსი ემყარება ეთიკის კოდექსს, და აყალიბებს სტანდარტებსა და პრაქტიკას, რომლებიც უნდა ინსტიტუტის კონკრეტულ გარემოებებს ეხება.
ქცევის კოდექსი ადგენს სხვადასხვა სიტუაციაში მოსალოდნელ პროფესიული ქცევის სპეციფიკურ სტანდარტებს, და საჯარო მოხელეებს მათთან გასამკლავებლად სახელმძღვანელო წესებს აწვდის. გარდა ამისა, ქცევის კოდექსები სამთავრობო ოპერაციებს გამჭვირვალობასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას სძენს.
კარგად დაწერილი ეთიკისა და ქცევის კოდექსები ეხმარება საზოგადოების, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მზარდი მოლოდინების დაკმაყოფილებას და მთავრობას აკისრებს თანამდებობის პირებისა და არჩეული წარმომადგენლების მიერ მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვის პასუხისმგებლობას. საბოლოოდ, აღნიშნული კოდექსები ეხმარება საზოგადოებასა და სამთავრობო ინსტიტუტებს, თანამდებობის პირებს შორის ნდობის გაზრდას. მნიშვნელოვანია, რომ ქცევის კოდექსი არსებობდეს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე არჩეული თანამდებობის პირებისთვის და რომ ტრენინგი და მითითებები ყველა თანამდებობის პირის მიერ კოდექსების სრულყოფილად გაგებას უზრუნველყოფდეს. კოდექსებთან შეუსაბამობის შემთხვევაში დისციპლინური ზომები და სანქციები მკაფიოდ განსაზღვრული და თანმიმდევრულად გამოყენებული უნდა იყოს.
ეთიკისა და პროფესიული ქცევის კოდექსებს შემდეგი საერთაშორისო კონვენციები და სტანდარტები ეხება:
გასაჩივრების მექანიზმები საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, სერვისების შესახებ უკუკავშირი მიაწოდონ საჯარო მოხელეებს. უკუკავშირის მეშვეობით შესაძლებელია იმის გაგება, თუ რამდენად ეფექტიანად, ეფექტურად თუ თანასწორად ხდება სახელმწიფო სერვისების მიწოდება. პროაქტიულად და ნაყოფიერად გამოყენების შემთხვევაში, საჩივრების მექანიზმებს შეუძლიათ მოქალაქეების ნდობის გაზრდა მთავრობის ადმინისტრაციის მიმართ.
მექანიზმების მიმართ ნდობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თითოეული საჩივარი სწრაფად და ყოვლისმომცველად უნდა განიხილოს და გადაჭრას. საჩივრების მექანიზმები უფრო ხელმისაწვდომი გახდება მათი თავმოყრის საშუალებით, ისე რომ მოქალაქეებს არ დასჭირდეთ სხვადასხვა ოფისებსა და ვებ-გვერდებს შორის ძებნა.
თუ მთავრობა პროაქტიულ მიდგომას მიიღებს პრევენციის მიზნით ერთი და იმავე მიზეზების განმეორების თავიდან ასაცილებლად, საჩივრების მექანიზმები ასევე დაეხმარება მთავრობებს სერვისების მიწოდებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის კუთხით ახალი მიდგომების დანერგვაში. ამ მიზნით, საჩივრების მექანიზმები უნდა იყოს შერწყმული სერვისების მიწოდების პერიოდულ შეფასებასთან, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვასთან და სხვა ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამოცდილებისა და ინსტრუმენტების გაცვლის პრაქტიკასთან, რათა ხელი შეეწყოს კარგი პრაქტიკის უფრო ფართოდ გამოყენებას.
საჯარო სამსახურებში საჩივრის მექანიზმებთან დაკავშირებით არ არსებობს კონკრეტული საერთაშორისო სტანდარტები. თუმცა, ადგილობრივი მმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები მოიცავს გასაჩივრების მექანიზმებსა და პროცედურების, აგრეთვე, არსებობს სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე სასარგებლო გზამკვლევი და სახელმძღვანელო. კერძოდ, იხილეთ:
საჩივრების მართვის მექანიზმები (GRM) წარმოადგენს ინსტრუმენტებს, რომელიც ცდება გასაჩივრების მექანიზმებსა და სხვა უკუკავშირის არხებს, რადგანაც მოქალაქეები მას პოლიტიკის გავლენისა და მათი განხორციელების შესახებ სახელმწიფო დაწესებულებების, სამინისტროების, საჯარო უწყებებისა და ადგილობრივი მუნიციპალიზებებისადმი მიმართვის მიზნით იყენებენ. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო უწყების პოლიტიკა გავლენას ახდენს მოქალაქეთა ინტერესებზე, ან ცენტრალური ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხდება მოქალაქეთა საჩივრის მიზეზი, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ საჯარო უწყებებისა და ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოების მიერ შექმნილი სისტემა და მისი მეშვეობით წარმოადგინონ საჩივარი. საჩივრის განხილვის მექანიზმები არ წარმოადგენს სასამართლოს, აუდიტის ან ოფიციალური საგამოძიებო პროცესის ჩანაცვლებას. არც შესაბამისი მექანიზმი პოტენციურად დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიცაა კორუფციის შემთხვევები. GRM შექმნილია საჩივრების ერთობლივი გადაწყვეტისათვის.
მართვის მექანიზმები ემსახურება დავის არსებობის საწყის ეტაპზე პრობლემის გადაჭრის თავდაპირველ ინსტრუმენტს, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საჩივრების და/ან პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის ბერკეტს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ GRM– ები აქტიურად გამოიყენება ბიზნეს ორგანიზაციების მიერ ბიზნეს ოპერაციების რისკის შესამცირებლად და დავის გადაწყვეტის ეფექტურ ალტერნატიულ მექანიზმს.
მართვის ეფექტურ მექანიზმებს კორუფციისა და უკანონო ქმედებებისა და კორუფციის პრევენციის პოლიტიკის უმოქმედობას გამოაშკარავება შეუძლია. მეტი წვდომის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა GRM–ების შესახებ და მოქალაქეებისათვის უფასო რჩევების მიცემა საჩივრების ფორმულირებისა და კომპენსაციის მიღების შესახებ.
საჩივრების განხილვის მექანიზმებს უმეტესწილად ადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი (ADB), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ევროკომისია. ეს სტანდარტები მეტწილად უკავშირდება მოქალაქეთა უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას. აღნიშნული სტანდარტები წარმოდგენილია შემდეგ სახელმძღვანელოებში:
კორუფცია და საზოგადოებრივი ინტერესისათვის მავნე სხვა ქმედებები, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, უფრო მეტად გავრცელებულია იმ ორგანიზაციებში, რომლებსაც არ გააჩნიათ გამჭვირვალობისა და ზედამხედველობის კულტურა. მამხილებელი არის პირი, რომელიც ააშკარავებს ინფორმაციას არალეგალურ ან არაეთიკურ საქმიანობაზე კერძო ან საჯარო ორგანიზაციაში, ხოლო მამხილებელთა უფლებები, რომელიც ავლენს ბოროტმოქმედებას, ან საზოგადოებრივი ინტერესებისათვის მავნე ქმედებებს, დაცული უნდა იყოს „მამხილების” კანონების საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ თანამშრომელია, მამხილებელი ასევე შეიძლება იყოს ქვეკონტრაქტორი, მიმწოდებელი, უხელფასო სტაჟიორი ან მოხალისე. მამხილებლების დაცვა მნიშვნელოვანია კერძო სექტორშიც, განსაკუთრებით იქ, სადაც შეუძლიათ გამოავლინონ საჯარო მოხელეების მოსყიდვის ფაქტები, გარემოს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანი პრაქტიკა.
მამხილებელთა უმეტესობა საკითხს ორგანიზაციას ან მარეგულირებელ ან სამართალდამცავ ორგანოებს ატყობინეს, საჯარო განცხადების საპირისპიროდ. მამხილებელთა დაცვა და ორგანიზაციული კულტურა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს გამჭვირვალობასა და დიალოგს, ემსახურება ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, აძლიერებს ნდობას მთავრობის კეთილსინდისიერებისადმი და ხელს უწყობს არასათანადო მოპყრობისა და კორუფციის შესახებ ანგარიშგებას. მამხილებელ პირთა დაცვას შეუძლია დანაშაულის შესახებ შეტყობინების შესახებ თანამშრომლების მოტივაცია ანგარიშსწორების შიშის გარეშე და გამჭვირვალობისა და ნდობის გამყარება ორგანიზაციის შიგნით, ისევე როგორც მოქალაქეების მიმართ, რომ ეთიკა დაცულია და არასათანადო საქციელი აღმოჩენილი და აღმოფხვრილია.
მამხილებელთა უფლებების გაძლიერება შესაძლებელია ზუსტი პროცედურის განსაზღვრითა და მხილების უსაფრთხო კონფიდენციალური არხების ჩამოყალიბებით. უნდა დაინერგოს და თანმიმდევრულად იქნას გამოყენებული დახმარების პირდაპირი საშუალებები, მათ შორის ჯარიმები, ანგარიშსწორების საწინააღმდეგო ქმედებები. ადგილობრივ მმართველობაში და სამთავრობო უწყებებში ადამიანური რესურსების პერსონალის ტრენინგები უნდა შეავსოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებმა, რათა მოქალაქეებმა და მთავრობის თანამშრომლებმა მხილების პროცესის შედეგად მიღებული დადებითი შედეგების შესახებ აიმაღლოს ცნობიერება ფულის მდგრადი ღირებულების, საჯარო ხელისუფლებისადმი ნდობისა და მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით.
მამხილებლის დაცვას შემდეგი საერთაშორისო კონვენციები და სტანდარტები ეხება:
ინტერესების გაცხადება არის ინფორმაციის ღიაობის სტანდარტის დაცვა, რასაც ზოგჯერ კანონი ითვალისწინებს, როგორიცაა საჯარო მოხელეების ფინანსური ინტერესები. აღნიშნული ანტიკორუფციული ზომების გატარებას უწყობს ხელს ქონებისა და ინტერესების რეგულარული გამოქვეყნების მოთხოვნით, რომლიც ინტერესთა კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს. ინტერესთა კონფლიქტი წარმოიქმნება ან შეიძლება ჩაითვალოს, რომ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც საჯარო მოხელეების კერძო ქონებასა ან ინტერესებს შეუძლიათ არასათანადოდ იმოქმედონ მათ სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას მიღებულ გადაწყვეტილებებზე ან შემუშავებულ პოლიტიკაზე.
ინტერესთა განცხადების ვალდებულებებს შეუძლიათ განამტკიცონ მოქალაქეთა ნდობა ადგილობრივი დონეზე გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების მიმართ. აღნიშნული ასევე საჯარო მოხელეებს ეხმარება რეგულარულად განახლებული ინფორმაცია მიიღონ, რაც ხელს უშლის თანამშრომლებს შორის ინტერესთა კონფლიქტს. ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნება ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს, არჩევითი თანამდებობის პირებისა ან საჯარო მოხელეების შემოსავლისა და ქონების პროპორციულობაზე, იცავს მათ ცრუ ბრალდებებისგან, და არის მტკიცებულება უკანონო გამდიდრების ეჭვის შემთხვევაში.
ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე მომსახურების მიწოდება, იქნება ეს ნარჩენების მართვის მენეჯმენტის ტენდერი თუ მშენებლობა, ხშირად არის ინტერესთა კონფლიქტის საფრთხის ქვეშ, რადგან ადგილობრივი მეწარმეები ახლო არიან მთავრობის წარმომადგენლებთან.
საზოგადოების და ბიზნესის ნდობა ადგილობრივი თვითმმართველობის ტენდერების კონკურსი ღიაობაზე გაცილებით დიდი იქნება, თუ ტენდერების შემუშავებაში და სატენდერო დოკუმენტების შეფასებაში ჩართულმა არჩეულმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა წარადგინეს ქონების დეკლარაცია (მათ შორის ოჯახის ახლო წევრების).
მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციების შეგროვებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები პოლიტიკური ან სხვა სახის ჩარევისგან, მაგალითად, დამოუკიდებელი ეთიკის კომიტეტების ზედამხედველობა, თავისუფალნი იყვნენ. ანალოგიურად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ მკაფიო მითითებები იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული დეკლარაციებში და რას გულისხმობს მოქმედი ანტიკორუფციული კანონმდებლობა. კარგად დანერგილი, რეგულარულად განახლებული და მონიტორინგის ქვეშ მოქცეულ დეკლარაციის სისტემას შეუძლია შეავსოს ეფექტური პროკურატურის მუშაობა.
დეკლარირება წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული ანტიკორუფციული კონვენციების და სტანდარტების მნიშვნელოვანი ელემენტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
გამჭვირვალობის პრინციპი აუცილებელია, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი, რომლებზეც საჯარო დაწესებულებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენენ, ფლობდნენ ყოვლისმომცველ ინფორმაციას ცალკეული პოლიტიკის შედეგების, ასევე, იმ პროცესების შესახებ, რომლითაც მიიღება ეს გადაწყვეტილებები. სამთავრობო პოლიტიკის, პროგრამებისა და საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს და ადგილობრივ თემებს მკაფიოდ ჰქონდეთ გააზრებული მთავრობის საქმიანობა, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, ხოლო შემდგომ ჩაერთონ ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აგრეთვე, გამჭვირვალობის პრინციპი არჩევითი თანამდებობის პირებს, მთავრობის წევრებსა და ოპოზიციას საშუალებს აძლევს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, განახორციელონ ეფექტური კონტროლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მთავრობას მათ ქმედებებზე. გარდა ამისა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რათა ეფექტურად განახორციელონ საზედამხედველო ფუნქციები და გახადონ მთავრობა ანგარიშვალდებული.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომ ფორმატში არსებობა და საზოგადოებისთვის დროულად მიწოდება. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხის განხილვისას ღია მონაცემების მნიშვნელობაც მკაფიოდ უნდა იყოს ხაზგასმული. ეს მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს ინფორმირებული პოზიციიდან მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მთავრობის პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება აწარმოონ, რათა საჯარო მოხელეები პასუხისმგებელნი იყვნენ თავიანთ ქმედებებზე. გამჭვირვალობა მიიღწევა მექანიზმების მთელი რიგით, რაც ემყარება მოქალაქეთა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას. ეს მოიცავს მაღალი თანამდებობის პირებისა და არჩევითი თანამდებობის პირების ქონებისა დეკლარაციისა და ინფორმაციის გამოქვეყნების სისტემას ხელმისაწვდომ და ღია მონაცემთა ფორმატებში.
Open Knowledge Foundation-ის განმარტების თანახმად, „ღია არის მონაცემები, რომელთა გამოყენება, ხელახალი შექმნა და გავრცელება შეუძლია ყველას." აქედან გამომდინარე, ღია მონაცემების კონცეფცია სცდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და აქცენტს მის გამოყენებაზე აკეთებს, საიდანაც წარმოიქმნება დამატებითი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სარგებელი. ამისათვის, გამოქვეყნებული მონაცემები უნდა იყოს სრული, მუდმივი, არა-ექსკლუზიური, დაუპატენტებელი და დისკრიმინაციისგან დაცლილი, ასევე - პირველადი წყაროს მიერ დროულად უზრუნველყოფილი და ელექტრონულად დამუშავებად ფორმატში წარმოდგენილი.[i]
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა უარყოფითად აისახება საზოგადოების საჯარო დაწესებულებების მიმართ ნდობაზე, ზრდის პოტენციურ კორუფციულ რისკებს და ზღუდავს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის. ის ასევე აფერხებს მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების ძალისხმევას მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის შემუშავებაში და მტკიცებულებებზე დაფუძნებული - პოზიტიური ცვლილებებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციების შემუშავების შესაძლებლობას. პრაქტიკით დასტურდება, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო ბაზისა და მისი სათანადოდ აღსრულების მექანიზმების არსებობა მოქალაქეთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარემოს შექმნის კრიტიკულ კომპონენტს წარმოადგენს.
სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სფეროდ განიხილება. ის გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 12 პროცენტს შეადგენს, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში საქონლისა და მომსახურების შესყიდვა შეადგენს მთლიანი სახელმწიფო ხარჯების მესამედს. ამრიგად, სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის, ფარული გარიგებებისა და სხვა უკანონო პრაქტიკის გავრცელების მნიშვნელოვანი არეალია. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კორუფციული რისკების თავიდან ასაცილებლად, ასევე შესყიდვების სატენდერო პროცედურებისთვის, საჯარო უწყებები ხშირად ღია მონაცემთა პრინციპზე დაფუძნებულ ელექტრონულ საშუალებებსა და პლატფორმებს იყენებენ. ღია კონტრაქტებთან ერთად (სადაც ტენდერები და კონტრაქტები საჯაროა), შესყიდვების პროცესის ხელმისაწვდომობის ზრდა უფრო მეტ დაინტერესებულ პირს აძლევს მონაწილეობის საშუალებას და ამცირებს არაკონკურენტული პრაქტიკისა და ქრთამის აღების შესაძლებლობას.
გამჭვირვალობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ღიაობა წარმოადგენს, რამდენადაც ამომრჩევლისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად არსებითია იმის ცოდნა, თუ საიდან მოდის და როგორ იხარჯება არსებული რესურსი და თუ რომელი ფინანსური, პოლიტიკური თუ სხვა ინტერესები უჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატებს ან პარტიებს. პოლიტიკური შემოწირულობების გამჭვირვალობა არჩევნებსა და პოლიტიკაში უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ პრევენციულ ხასიათს ატარებს.
დაბოლოს, სახელმწიფო რესურსების ეკონომიურად, ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენებისთვის საჭიროა გარე აუდიტზე პასუხისმგებელი ორგანოს დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ფართო საზოგადოებას უნდა მიეცეს აუდიტორის მიერ მომზადებული ანგარიშებისა და ძირითადი რეკომენდაციების გაცნობის შესაძლებლობა. გარე აუდიტის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევების დასადგენად, საჯარო დაწესებულებების საქმიანობის - მათი გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შესამუშავებლად.
[i] დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ პუბლიკაციებს:
Larry Lessig, Open Government Data principles.
Vivek Kundra, 10 Principles for Improving Federal Transparency.
ინფორმაციასთან წვდომა მოქალაქეთა მიერ საჯარო მოხელეებისგან ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების იურიდიული უფლებაა. ის ხშირად რეგულირებულია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობით. როგორც გამოხატვის თავისუფლების განუყოფელი ნაწილი, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა. ყველას უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან და საჯარო უწყებებიდან მაქსიმალური გამჟღავნების პრინციპის შესაბამისად, რომელიც ექვემდებარება მხოლოდ ვიწრო, მკაფიოდ განსაზღვრულ გამონაკლისებს,. თავის მხრივ, გამონაკლისები მათი დაწესების ინტერესის პროპორციული უნდა იყოს (მაგ. უსაფრთხოების საფუძველი ან მონაცემთა კონფიდენციალურობა). იხილეთ მეტი აქ და აქ.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებას, ხელისუფლების კონტროლსა და კორუფციის მონიტორინგს. ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებული მონაწილეობის უზრუნველყოფის კუთხით, შესაბამისად, ფუნდამენტურია დემოკრატიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ინფორმაციის თავისუფლება აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივი ხელისუფლების მონიტორინგსა და კონტროლის კუთხით. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ემსახურება საჯარო მოხელეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პრევენციას და ინფორმირებული საჯარო დებატების გამართვის საშუალებას.
ინფორმაციის მაქსიმალური მოცულობის პროაქტიული გამოქვეყნება ყველაზე ხელმისაწვდომ ფორმატებში მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ ინფორმაციის გაცემის შესახებ ინდივიდუალური მოთხოვნის წარდგენის საჭიროების შემცირებას ემსახურება. გარდა იმისა, რომ ინფორმაციის მაქსიმალური რაოდენობა ელექტრონულად გამოქვეყნდეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს მუნიციპალიტეტებში ინფორმაციის თავისუფლების ოფიცრების დანიშვნას. ოფიცრებმა უნდა მოამზადონ და გამოაქვეყნონ დეტალური რეკომენდაციები როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მათ შორის გასაჩივრების პროცესის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ასევე, მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმაციის მოთხოვნის გაანალიზება, განსაკუთრებით ტენდენციებისა და დუბლირების გამოვლენა, რათა შემდგომში ხელისუფლებამ შეძლოს ასეთი ინფორმაციის პროაქტიულად გაცემა.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთელი რიგი კონვენციებისა და სტანდარტების ის ფუნდამენტური კომპონენტია, რომელიც წინამდებარე სახელმძღვანელოშია მოცემული. ის საფუძვლად უდევს ევროკავშირის ადამიანთა უფლებების დაცვის შესახებ მთელ რიგ დოკუმენტებს. ქვემოთ მოცემული ეხება კონკრეტულად ინფორმაციაზე წვდომას:
ღია მონაცემები არის მონაცემთა და ინფორმაციის გამოქვეყნება იმ ფორმატით, რომლის გამოყენება, მოდიფიცირება და გაზიარება თავისუფლად არის შესაძლებელი. ეთგო (OECD) აცხადებს, რომ ღია მონაცემები არის "პოლიტიკის დოკუმენტების ნაკრები, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და ღირებულებების შექმნას სახელისუფლებო მონაცემების ყველასთვის ხელმისაწვდომობის გზით." მონაცემების გენერირების საშუალებით და თანამდებობის პირების ქმედებების ხელმისაწვდომობის გზით, ხელისუფლება მოქალაქეების მიმართ ხდება მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული. ეს ასევე ეხმარება ბიზნესის ზრდას, მოქალაქეებზე კონცენტრირებული სერვისების განვითარებას და უზრუნველყოფს კვლევისა და ინოვაციის მიზნით საჯარო დაწესებულებების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო სექტორისთვის მნიშვნელოვან მონაცემებზე წვდომას.
ერთი ფანჯრის სისტემით ღია მონაცემების პოპულარიზაციას შეუძლია კიდევ უფრო გაზარდოს მონაცემთა თავსებადობის ფარგლები ძიებისა და ანალიზის თვალსაზრისით. შედეგად, შესაძლებელია მომსახურების მიწოდების ეფექტურობისა და ფარგლების გაუმჯობესება და კორუფციის შემცირება. დაინტერესებულ მხარეების, მედიას, ბიზნესსა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შედეგად შეიძლება გაძლიერდეს ეფექტური თანამშრომლობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის და გააუმჯობესოს გადაწყვეტილებები ტრანსპორტის, რეკრეაციული ობიექტების, პარკირების ზონების, ჯანდაცვის სერვისების და მრავალი სხვა მიმართულებით.
მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სტანდარტების მიღება ყველა ღია მონაცემისთვის, რათა უზრუნველყოს მონაცემთა მაქსიმალური თავსებადობა და ძებნის შესაძლებლობა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ღია მონაცემების გამოქვეყნება კვალიფიციური პერსონალის მიერ და შესაბამისი თანამშრომლების ღია მონაცემთა სტანდარტებში გადამზადება.
ღია მონაცემები შედარებით ახალი მოვლენაა, რომლის უნივერსალური სტანდარტიც არ არსებობს. თუმცა, შესაძლოა რამდენიმე სასარგებლო გზამკვლევს დავეყრდნოთ:
სახელმწიფო შესყიდვები წარმოადგენს პროცესს, რომლის გამოყენებითაც საჯარო დაწესებულებები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ სამუშაოს, საქონლისა და მომსახურების შესყიდვას. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო შესყიდვები არის საჯარო სერვისების მიწოდების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ის პირდაპირ უკავშირდება კარგი მმართველობის პრინციპს.
ვინაიდან შესყიდვები მოიცავს სახელმწიფო ხარჯების დიდ ნაწილს და საჯარო რესურსების კერძო სექტორსა თუ არაკომერციულ ორგანიზაციებზე გადაცემას, ის განსაკუთრებით დაუცველია კორუფციის მიმართ. სახელმწიფო შესყიდვების გზით საჯარო დაწესებულებები განკარგავენ საჯარო ფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მიეწოდება კერძო სექტორს ან არაკომერციულ იურიდიულ პირებს. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სფერო განსაკუთრებით მოწყვლადია კორუფციის წინაშე. აუცილებელია საჯარო დაწესებულებებმა გაზარდონ სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით და ხელი შეუწყონ ახალი დაინტერესებული პირების სატენდერო პროცესში ჩართვას იმ დათქმით, რომ თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია უზრუნველყოფილია. ყველა ტენდერის საერთო ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნებით, გამოუქვეყნებელი ტენდერების და პირდაპირი შესყიდვების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდება. ღია შესყიდვებისა და ღია ტენდერის პროცედურების გამოყენება ასევე იძლევა პროცესზე უფრო დეტალურად დაკვირვების საშუალებას, რაც კიდევ უფრო ამცირებს კორუფციული პრაქტიკის ფარგლებს. შესყიდვების ღიაობა, ასევე, შეასრულებს პრევენციულ როლს, რადგან საჯარო მოხელეები თავს შეიკავებენ შესყიდვის პროცესის მანიპულირებისგან როდესაც ეცოდინებათ, რომ პროცესის ყველა დეტალი გასაჯაროებულია.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისობის მონიტორინგის ყოვლისმომცველი სისტემისა და საჩივრების განხილვის საპასუხისმგებლო მექანიზმის არსებობა, მათ შორის სწრაფი და ამომწურავი პასუხების შესაძლებლობა. მათ ასევე უნდა გააკონტროლონ კონტრაქტების შესრულება, განსაკუთრებით, ვადების გახანგრძლივება და ხარჯების ზრდა, რათა დარწმუნდნენ, რომ ფასისა და ხარისხის თანაფარდობა დაცულია.
სახელმწიფო შესყიდვებს შემდეგი საერთაშორისო კონვენციები და სტანდარტები ეხება:
გარე აუდიტი არის ანგარიშებისა და ფინანსური ინფორმაციის რეგულარული, დამოუკიდებელი, ზედმიწევნითი კვლევა, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საჯარო ფინანსების სათანადოდ და ეფექტურად გამოყენება. გარე აუდიტები ხელმძღვანელობენ შესაბამისი კანონმდებლობითა და წესებით. გარე აუდიტს შეუძლია ფინანსური მხარის მიღმა განახორციელოს შემოწმება მთავრობის მიზნებისა და პროგრამების განხორციელებისა და სერვისების მიწოდების მიმართულებით.
პოლიტიკური პარტიების დაფინანსება დემოკრატიული პროცესების ნაწილია და პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის საშუალებას იძლევა. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მარეგულირებელი პრინციპები უნდა მოიცავდეს სახელმწიფო დაფინანსების განაწილების სამართლიანობის გარანტიებს, გამჭვირვალობისა და კერძო შემოწირულობების შეზღუდვის შესახებ მკაცრ წესებს, საარჩევნო კამპანიის ხარჯების ზღვარს, დაფინანსებისა და ხარჯების სრული გამჭვირვალობის სტანდარტებს, დამოუკიდებელ საარჩევნო კომისიებს, კამპანიის დაფინანსების დამოუკიდებელ აუდიტს, და კანდიდატებსა და წესების დარღვევის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებზე პროპორციული სანქციების თანმიმდევრულად დაწესების რეგულაციებს (როგორიცაა ჯარიმები ან მომავალი საარჩევნო კამპანიების სახელმწიფო დაფინანსების შემცირება).
პოლიტიკური კამპანიის დაფინანსებისა და ხარჯების მკაფიო წესები და გამჭვირვალე ანგარიშგება აუცილებელია პოლიტიკური კანდიდატების, პოლიტიკური პარტიებისა და სამთავრობო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესანარჩუნებლად. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს უსამართლო უპირატესობა, ძლიერი ვიწრო ინტერესების არასათანადო გავლენა, პოლიტიკის ვიწრო კერძო ინტერესების ქვეშ "დატყვევების" რისკი, და პრიორიტეტების მინიჭება მათი მიზნების მიმართ, საჯარო ინტერესების ხარჯზე.
მექანიზმები და წესები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეზღუდვებისა და პოლიტიკური კამპანიების სახელმწიფო დაფინანსების შესახებ უნდა შემუშავდეს ისე, რომ უზრუნველყოს თანაბარი პირობები სხვადასხვა პოლიტიკური კანდიდატებისა და პარტიებისათვის. აღნიშნული ემსახურება ფინანსური მხარდამჭერებისგან პოლიტიკური ძალების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.
პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას შემდეგი საერთაშორისო კონვენციები და სტანდარტები ეხება:
"მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში", მათ შორის ადგილობრივ დონეზე, ნათლად არის ასახული ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიაში. მისი დამატებითი ოქმის თანახმად, „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობის უფლება ნიშნავს მოქალაქის უფლებას, განსაზღვროს ან გავლენა მოახდინოს ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების განხორციელებაზე“. საჯარო სერვისების შემუშავებასა და შეფასებაში მოქალაქეების ჩართულობით, ადგილობრივი ხელისუფლება ქმნის პოლიტიკის უკეთესი შედეგების მიღების ნიადაგს და ხელს უწყობს ნდობის განმტკიცებას მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის.
მოქალაქეთა მონაწილეობა გულისხმობს კომუნიკაციას სხვადასხვა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ჟურნალისტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი თემი და აქტიური მოქალაქეები.
მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური, რომელიც ითვალისწინებს ფართო საზოგადოების, ექსპერტებისა და წარმომადგენლობითი ჯგუფების, მათ შორის, მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების შეხედულებებს. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა გულისხმობს იმ პირთა ჩართულობას, რომელთა ცხოვრებასა და ინტერესებზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ. დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირების უზრუნველსაყოფად, საჯარო კონსულტაციები უნდა დაიწყოს მანამ, სანამ ხელისუფლება შესაბამის მოქმედებას დაიწყებს, ან სანამ მოამზადებს გადაწყვეტილების პროექტს. უფრო ღია საკონსულტაციო პროცესი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების პრობლემების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების დადგენას, შემდეგ კი განიხილავს პოლიტიკის სხვადასხვა სცენარებს, სანამ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
მონაწილეობის ფორმები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგ კატეგორიებად ჩართულობის დონის მიხედვით:
დამატებითი ოქმის თანახმად, „კანონმა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების განხორციელების საშუალებები“. მონაწილეობის ხსენებული ფორმების ეფექტური ამოქმედებისათვის, მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონების, რეგულაციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, ისევე როგორც ძლიერი პოლიტიკური ნების არსებობა.
ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავება ამავდროულად უნდა იყოს ეფექტური და საზოგადოება კარგად უნდა იყოს ინფორმირებული მათი უფლებების, შესაძლებლობებისა და ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესახებ. პოლიტიკის შემუშავების პროცესები წინასწარ უნდა იყოს მკაფიოდ გაჟღერებული, რათა მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს მიეცეს საშუალება მოამზადონ თავიანთი წინადადებები და ინტერვენციები. არსებითი ჩართულობის მიზნით, უნდა გამოქვეყნდეს ზუსტი ვადები მოქალაქეთა ჩართულობისთვის; ამასთან, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების უკუკავშირი იმ პირთა მიმართ, ვინც წარადგინა პოლიტიკის წინადადებები ან რეკომენდაციები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ დაინტერესებული მხარეების შეხედულებები და პოზიციები სათანადოდ იყოს ასახული და გათვალისწინებული პოლიტიკის მიღებისას, ხოლო უკუკავშირის მეშვეობით ნათლად უნდა იყოს განმარტებული ის მიზეზები, თუ რატომ მოხდა, ან არ მოხდა წარდგენილი წინადადებების მიღება. ასეთი ინკლუზიური მიდგომა უზრუნველყოფს, რელევანტური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და კომპლექსური პოლიტიკის შემუშავებას, ამავე დროს, იგი ითვალისწინებს საზოგადოების საჭიროებებს.
ადგილობრივი ხელისუფლება აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი კადრებით, რომლებიც გაწვრთნილნი არიან საჯარო კონსულტაციების მართვის პროცესში და მოქალაქეებს სთავაზობენ სწრაფ და ყოვლისმომცველ უკუკავშირს.
ამგვარი ინკლუზიური მიდგომები უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ უკეთეს და შესაფერის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ითვალისწინებენ საჯარო ინტერესებს და კარგად გააზრებულია მოქალაქეების მიერაც. ამასთან, ადგილობრივი თემები ივითარებენ შორეულ პერსპექტივაზე გათვლილ უნარებს, გააჟღერონ მათი წუხილები, ჩამოაყალიბონ პრობლემის გადაწყვეტის გზები და მონიტორინგი გაუწიონ მათ ეფექტურ განხორციელებას, რაც გამოიწვევს ადგილობრივი სერვისების მიწოდების მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას.
ღია პოლიტიკის შემუშავება ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს გამჭვირვალობას, უახლესი ინტერაქციული საშუალებების გამოყენებას, განსაკუთრებით ციფრულ სამყაროში, და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას. არ არსებობს ღია პოლიტიკის შემუშავების ერთი გზა, სხვადასხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა მიდგომა ესაჭიროება.
ღია პოლიტიკის შემუშავების მიდგომები ხელისუფლებას საშუალებას აძლევს მიაღწიონ უფრო ინფორმირებულ და უკეთ შემუშავებულ პოლიტიკის შედეგებს თანამონაწილეობითი მიდგომებით, რომლებიც ეყრდნობა სხვადასხვა პერსპექტივებსა და გამოცდილებას. სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტები და ანალიტიკური ტექნიკა გამოიყენება ისე, რომ პოლიტიკა უფრო მტკიცებულებებსა და მონაცემებზე დაფუძნებული იყოს. ჩართულობის მოდელები შეიძლება მოიცავდეს მოქალაქეთა წარმომადგენლობით პანელს, პოლიტიკის იდეების ირგვლივ ე.წ. „crowdsourcing“-ს, ან კოლექტიური ინტელექტის გამოყენებას მრავალფეროვანი საზოგადოების ცოდნისა და გამოცდილების გამოსაყენებლად.
ღია მონაცემებისა და მოქალაქეთა ჩართულობის საშუალებით, უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი; ასევე როგორც პოლიტიკის შემუშავების, ისე გადაწყვეტის პროცესებში, მეტი ინოვაციური მიდგომების გამოყენებაა შესაძლებელი. ღია პოლიტიკის შემუშავების სარგებელის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაძლოა შექმნას ღია პოლიტიკის შემმუშავებელი ჯგუფი, რომელიც აქვეყნებს პოლიტიკის გადაწყვეტილებების ფორმირებისთვის აუცილებელ მონაცემებს. აღნიშნული ჯგუფი ასევე ამზადებს საჯარო მოხელეებს მონაცემებთან მუშაობაში. რათა გადაწყვეტილებები მტკიცებულებაზე იყოს დაფუძნებული.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონკრეტული ღია პოლიტიკის შემუშავების სტანდარტები, ქვემოთ ჩამოთვლილი მასალები მოიცავს მნიშვნელოვან და სასარგებლო ინფორმაციას:
მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმა, მონაწილეობითი ბიუჯეტირება, ხელს უწყობს მოქალაქეებსა და სათემო ჯგუფებს, მოახდინონ ახალი ინიციატივების წარდგენა საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რომლებიც უნდა დაფინანსდეს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. სხვადასხვა მოდელები მოიცავს არაერთი პროექტის მხარდაჭერას მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის საშუალებით, მათ შორის ონლაინ რეჟიმში. მონაწილეობითი ბიუჯეტირება საზოგადოების წევრებს აძლევს საშუალებას, უშუალოდ თქვან, როგორ უნდა დაიხარჯოს საზოგადოებრივი ფული. ის ქმნის მოქალაქეების ჩართულობის, ცნობიერების ამაღლებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს არაეფექტურობისა და კორუფციის შემცირებას.
მონაწილეობითი ბიუჯეტირება დაიწყო პორტო ალეგრეში, ბრაზილია, 1980-იანი წლების ბოლოს და გავრცელდა მთელ მსოფლიოში. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირება იყოს ინკლუზიური და ეხებოდეს სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის უმცირესობებს და მოწყვლად ჯგუფებს, აუცილებელია როგორც ონლაინ, ისე პირისპირ საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზება. ამასთან, აუცილებელია მოქალაქეთა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისა და დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა, თუ როგორ უნდა მოამზადონ წინადადებები განსახილველად. გენდერულად მგრძნობიარე თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვამ შეიძლება ხელი შეუწყოს ხელმისაწვდომობას და ინკლუზიურობის გათვალისწინებით, იგი შესაძლოა დაიგეგმოს ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონკრეტული სტანდარტები მონაწილეობითი ბიუჯეტირების დასანერგად, ქვემოთ ჩამოთვლილი მასალები შეიძლება საინტერესო იყოს მკითხველისთვის:
საჯარო კონსულტაცია ოფიციალური, ხშირად იურიდიულად მოთხოვნილი პროცესია მოქალაქეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რომ პოლიტიკური პროცესის საკვანძო ეტაპების შესახებ გამოხატონ მოსაზრებები. ეს შეიძლება მოხდეს როგორც ელექტრონული ქსელის საშუალებით - ასევე, ასეთი ქსელის გარეშეც, ან ორივე დასახელებული მეთოდის გამოყენებით. მისი მთავარი მიზნებია ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და საზოგადოებრივი ჩართულობის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. დროულად განხორციელებულ საზოგადოებრივ კონსულტაციას შეუძლია გაზარდოს მიღებული გადაწყვეტილების ხარისხი, გააუმჯობესოს ხარჯთ-ეფექტიანობა, ხელი შეუწყოს მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის მოძიებას და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღებაში.
არსებობს კონსულტაციის სხვადასხვა ფორმა, როგორიცაა მოქალაქეთა ინფორმირება და კონსულტირება პოლიტიკის იდეების დაფინანსებისთვის, დებატები და შეხვედრები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ შეიმუშაონ საკითხის პოტენციური გადაწყვეტები, ასეე თანამშრომლობის ისეთი ფორმები, სადაც სოციალური საწარმოები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ან ექსპერტთა ჯგუფები მონაწილეობენ მომსახურების შემუშავებასა და მის მიწოდებაში.
საჯარო კონსულტაციების ინკლუზიურობისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, თითოეულ ადგილობრივ ორგანოში უნდა არსებობდეს ერთეული, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას საჯარო კონსულტაციების კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებისთვის. ასეთმა განყოფილებამ ასევე უნდა მოამზადოს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები საჯარო კონსულტაციების წარმართვაში. უფრო შეზღუდული რესურსების მქონე მცირე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებელ სამინისტროს, როგორიცაა რეგიონული განვითარების სამინისტრო, შეუძლია უზრუნველყოს ასეთი ტრენინგი.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონკრეტული სტანდარტები საზოგადოებრივი კონსულტაციების დასანერგად, ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები მნიშვნელოვანია ასეთი პროცესის დანერგვის დასაწყებად:
საზოგადოებრივი პეტიციები საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მიმართონ საჯარო დაწესებულებებს შეგროვებული ხელმოწერების რაოდენობა მიუთითებს წამოჭრილი საკითხისთვის მხარდაჭერის დონეს. მათი მიზანია ან საკითხის მნიშვნელობის წამოწევა, ან ასევე კონკრეტული ქმედებების განხორციელების მოთხოვნა. პეტიციების ინიცირება ხშირად გამოწვეულია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობით. თუმცა, ამავდროულად, იზრდება პეტიციების ოფიციალური, ონლაინ პლატფორმებით წარდგენის შესაძლებლობა, რადგან თუ პეტიცია მხარდაჭერილია ხმათა განსაზღვრული რაოდენობით, ასეთ პეტიციებზე ხდება ოფიციალური პასუხის გაცემა.
მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური რეაგირება მოხდეს დაუყოვნებლივ, და წარმოდგენილ იქნეს მკაფიო და დასაბუთებული მიზეზები იმ გადაწყვეტილებებისათვის, რომლებიც მიღებულია ან არ არის მიღებული პეტიციის საპასუხოდ.
იმისათვის, რომ პეტიცია გახდეს ფართო საზოგადოების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნდა გაზარდონ ცნობიერება პეტიციების ხასიათის, ხელმოწერების შეგროვებისა და პეტიციების წარდგენის პროცედურების შესახებ. ასევე გასაგებად უნდა იყოს განმარტებული ელექტრონული ხელმოწერების სტატუსი, რათა უზრუნველყოფილ იქნას სრული გამჭვირვალობა იმ პირობების შესახებ, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს პეტიციამ ოფიციალური პასუხის მისაღებად.
შემდეგი საერთაშორისო კონვენციები და სტანდარტები ეხება პეტიციებს:
ადგილობრივი რეფერენდუმები ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში. ადგილობრივი რეფერენდუმები აუცილებელია მოქალაქეთა ნების გამოსაკვეთად კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე
როდესაც რეფერენდუმი ინიცირებულია მოქალაქეების ან დაინტერესებულ მხარეების მიერ, იგი შეიძლება იქცეს ერთგვარ კამპანიად ურბანული განვითარებისთვის, მათ შორის ახალი ინდუსტრიული პარკის დაგეგმვის ან მანქანებისთვის მდინარის ქვეშ გვირაბის გაყვანის საშულებით.
როდესაც არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ დონეზე რეფერენდუმებს და ასევე, სახელმძღვანელო მითითებები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, ისინი ძირითადად ითვალისწინებენ მინიმალურ პროცენტს იმ მოსახლეობისა, რომელთა ხელმოწერებიც აუცილებელია რეფერენდუმის ინიცირებისთვის. იმის მიხედვით, თუ როგორი სამართლებრივი ჩარჩოა სახეზე, რეფერენდუმი შეიძლება იყოს სავალდებულო ან საკონსულტაციო ხასიათის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა და პროცედურები იყოს ნათელი, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, რა ფარგლებში განხორციელდება რეფერენდუმის შედეგები და რა რეაგირებას მოითხოვს პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოს თუ საკრებულოს მიერ. როგორც პეტიციების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ხელმოწერების შეგროვების პროცედურებისა და ელექტრონული ხელმოწერების სტატუსის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული გამჭვირვალობა იმ პირობების შესახებ, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს რეფერენდუმის ჩატარებამდე. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნა ასევე უნდა იქნას გამოყენებული რეფერენდუმის კამპანიის დაფინანსებაზე, ხარჯების ზღვრების განსაზღვრისა და დაფინანსებისა და ხარჯების დამოუკიდებელი აუდიტის ჩათვლით.
შემდეგი საერთაშორისო კონვენციები და სტანდარტები შეეხება ადგილობრივ რეფერენდუმს:
ეთიკისა და საჯარო ანგარიშვალდებულების არარსებობისას ძლიერდება კორუფცია და სხვა უკანონო ქმედებები, რაც ზიანს აყენებს მშვიდობიანი, წარმატებული და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას.
კორუფცია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მთავარი გამოწვევაა. კორუფციის შედეგად მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს და ცალკეული პირების ხელში ხდება პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია. ეს, თავის მხრივ, იწვევს პოლიტიკური ლიდერებისა და ინსტიტუტების ლეგიტიმაციისა და საჯარო ნდობის დაკარგვას, რაც საფრთხეს უქმნის ეფექტიან მმართველობას.
კორუფცია დიდ საფრთხეს წარმოადგენს მდგრადი განვითარებისთვის, ზრდის სიღარიბეს და უთანასწორობას. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და მათი აქტიური მონაწილეობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი არსებითი წინაპირობაა დემოკრატიული განვითარებისთვის. ადგილობრივ დონეზე კორუფცია სპეციფიკური ფენომენია და მასთან ბრძოლა მუნიციპალიტეტის სპეციფიკაზე მორგებულ მიდგომას საჭიროებს.
კორუფციის შედეგად ადგილობრივი მოხელეები არაეფექტიანად ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს. შედეგად, არ მიიღება საზოგადოების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები და ისინი გადაწყვეტილების მიმღები და მათთან დაკავშირებული პირების ინტერესების შესაბამისი უფროა. ამას მივყავართ საჯარო ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვამდე, ნაკლებად კვალიფიციური მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების გაფორმებამდე და ბიუჯეტის არასწორად განაწილებამდე. ყველაზე უარესი არის ის, რომ კორუფცია საშუალებას აძლევს საჯარო მოხელეებს, არასათანადოდ გამოიყენონ ფინანსები და გამდიდრდნენ მოქალაქეების ხარჯზე.
მსოფლიო მასშტაბით საზოგადოებათა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სისტემების ჩამოყალიბებაა, რაც შედეგად მოგვცემს ეფექტიან საჯარო სერვისებს. მოსახლეობასთან სიახლოვის გამო ადგილობრივი ხელისუფლებები უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან გამოწვევებთან გამკლავებისა და კორუფციის პრევენციისთვის.
დეცენტრალიზაციის თანამედროვე ტრენდის პირობებში, ადგილობრივი ხელისუფლებების ხელში თავს იყრის არა მხოლოდ რესურსები, არამედ აღნიშნული რესურსების გამოყენების ფართო დისკრეციული უფლებამოსილებაც. შესაბამისად, ადგილობრივ ხელისუფლებას გააჩნია პოტენციალი, რომ ან შეამციროს კორუფცია და გააუმჯობესოს სახელმწიფო სერვისები ადგილობრივ დონეზე, ან პირიქით, გაზარდონ კორუფცია და გააუარესონ სახელმწიფო სერვისების ხარისხი.
კორუფციამ შეიძლება გამოიწვიოს საჯარო მოხელეთა დანიშვნა ფავორიტიზმის საფუძველზე და არა დამსახურების მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივ და რეგიონულ დაწესებულებებს ერთმევათ ჭკვიანი და ნიჭიერი კადრების აყვანის შესაძლებლობა. ეს, თავის მხრივ, ქმნის ნაყოფიერ გარემოს კორუფციისთვის და კიდევ უფრო ამცირებს საჯარო მმართველობის ეფექტიანობას და მისგან მომდინარე შედეგებს.
არაეფექტური დაწესებულებები შევსებულია ისეთი ინდივიდებით, რომლებიც არ დაინიშნენ თანამდებობაზე დამსახურების მიხედვით. აღნიშნული იწვევს საჯარო სერვისების, და ამ სერვისებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუარესებას, რითაც საფუძველს აცლის საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობასა და ლეგიტიმაციას. უფრო მეტიც, ეს იწვევს მნიშვნელოვან ადამიანურ დანაკარგს, სიღატაკეს, სიკვდილიანობას, ცხოვრების შეზღუდულ შესაძლებლობას.
და ბოლოს, კორუფცია ზიანს აყენებს ეკონომიკურ განვითარებას და ხელს უწყობს არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, რაც ამცირებს საჯარო ფინანსების ინოვაციური ან უფრო იაფი პროდუქტებისა და სერვისების მისაღებად მიმართვის შესაძლებლობას. კორუფციის ზეგავლენა ბაზრებზე, ადგილობრივ სახელმწიფო სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე ნიშნავს, რომ ბიზნესს არ აქვს არსებობის მყარი საფუძველი (პერსონალის, უსაფრთხოების, ინვესტიციის და სხვ). აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს კერძო და საერთაშორისო ინვესტორების მიერ ინვესტიციების განხორციელებისგან თავის შეკავება.
მექრთამეობა არის დაპირება, შეთავაზება, მიღება ან შუამდგომლობა პირადი სარგებლობისთვის (მაგ. საჩუქარი, სესხი, ჯილდო, სარგებელი და სხვ.) არაეთიკური ან არალეგალური ქმედების საფასურად. მოქრთამვა იწვევს გადაწყვეტილებების მიუღებლობას საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, რაც ამცირებს საზოგადოებრივ ნდობას ინსტიტუციების მიმართ და იწვევს ცუდ სახელმწიფო სერვისებს.
ქვემოთ ჩამოთვლილია საერთაშორისო კონვენციები და სტანდარტები მექრთამეობის შესახებ:
ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს მაშინ, როცა ინდივიდს, თავისი მდგომარეობით, შეუძლია მიიღოს სარგებელი იმ ქმედებებიდან ან გადაწყვეტილებებიდან, რომელთაც ის იღებს, როგორც ოფიციალური პირი. ინტერესთა კონფლიქტს - იქნება ის რეალური, შესაძლო თუ პოტენციური - მივყავართ ისეთ გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც არის, ან მოიაზრება უსამართლოდ და კერძო ინტერესებზე მორგებულად. ეს ამცირებს საზოგადოებრივ ნდობას დაწესებულების მიმართ და იწვევს საზოგადოებისთვის უარყოფით შედეგებს.
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა ინტერესთა კონფლიქტის საკითხს ასევე მოიცავს შემდეგი საერთაშორისო სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები:
სხვისი ქონების მისაკუთრება არის ფულის, საქონლის ან სხვა რესურსების არასწორი მითვისება თანამდებობის პირი მიერ, რომელსაც ანდეს ეს ქონება. ეს იწვევს საზოგადოებრივი ფულის დაკარგვას, რაც ამცირებს საჯარო მოხელეთა უნარს, იმოქმედონ საზოგადოების ინტერესების მიხედვით, აუარესებს სერვისებს და შედეგებს ხალხისთვის. ის ასევე ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ხელისუფლების მიმართ.
ნებისმიერი ტიპის კორუფციას, სხვისი ქონების მისაკუთრებას ფარავს შემდეგი საერთაშორისო სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები:
თაღლითობა არის მოტყუების გზით უსამართლო ან არაკანონიერი უპირატესობის მოპოვება. თაღლითობა ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ხელისუფლების მიმართ და ამცირებს ხელისუფლების მოქმედების უნარიანობას. ის ხშირად იწვევს სახელმწიფო სახსრების დაკარგვას, რაც ვნებს საჯარო სერვისებს და ხელისუფლების შესაძლებლობას, მოაგვაროს საზოგადოების საჭიროებები და მისწრაფებები.
ნებისმიერი ტიპის კორუფციას, თაღლითობას მოიცავს შემდეგი საერთაშორისო სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები:
ნეპოტიზმი არის ოფიციალური თანამდებობის ექსპლუატაცია ოჯახის წევრის ან მეგობრის სასარგებლოდ (მაგ. სამსახურში დასაქმებით ან უპირატესობის მიცემით). ნეპოტიზმი და ფავორიტიზმის სხვა ფორმები იწვევს იმას, რომ ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ორგანოები მოკლებული არიან საუკეთესო შესაძლებლობების მქონე კადრებს. ეს, თავის მხრივ, ქმნის ნოყიერ გარემოს კორუფციისთვის და ამცირებს ადმინისტრაციის მუშაობის ეფექტიანობასა და ნაყოფიერებას.
ნებისმიერი ტიპის კორუფცია, ნეპოტიზმი, განხილულია შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებში:
ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენება[i] საარჩევნო კამპანიებში გულისხმობს პოლიტიკოსებისა და საჯარო მოსამსახურეების მიერ ადამიანური, ფინანსური, მატერიალური, in natura და არამატერიალური რესურსების უკანონოდ და ბოროტად გამოყენებას იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე და შესაბამისად, დააზიანონ არჩევნების სამართლიანობა.
[i] სახელმძღვანელოს მიზნებისთვის, ”ადმინისტრაციული რესურსები არის ადამიანური, ფინანსური, მატერიალური, in natura და სხვა არამატერიალური რესურსები, რომლებსაც არჩევნებში იყენებენ საჯარო მოსამსახურეები მათი საჯარო სამსახურის ადამიანურ რესურსებზე, ფინანსებზე და ასიგნებებზე კონტროლიდან, საჯარო დაწესებულებების შენობებზე ხელმისაწვდომობიდან და რესურსებიდან გამომდინარე, რაც გამოხატულია პრესტიჟით ან საზოგადოებრივი პოზიციით, როგორც მათი არჩევითი თანამდებობიდან გამომდინარე და რომელიც შეიძლება იქცეს პოლიტიკურ წინსვლად ან მხარდაჭერის სხვა ფორმებად", როგორც ეს განსაზღვრულია „ანგარიშში საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ ", კვლევა No. 585/2010, European Commission for Democracy through Law (Venice Commission), Council of Europe, 16 დეკემბერი, 2013, სტრასბურგი, ხელმისაწვდომია აქ.
ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება საარჩევნო კამპანიებში დარეგულირებულია შემდეგი სტანდარტებითა და სახელმძღვანელო პრინციპებით:
გამოძალვა არის იძულების გამოყენება ინდივიდისგან ან დაწესებულებიდან ფულის, საქონლის, მომსახურების ან სხვა უპირატესობის მისაღებად. გამოძალვა მსხვერპლისთვის ზიანის მიყენების გარდა, ამცირებს საზოგადოების ნდობას ხელისუფლების მიმართ და შეუძლია ხელი შეუშალოს ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციებს ამ სფეროში.
როგორც კორუფციის ერთ-ერთი სახეობა, გამოძალვა დაფარულია შემდეგი საერთაშორისო სტანდარტებითა და სახელმძღვანელო დოკუმენტებით:
კლიენტელიზმი არის პირადი სარგებლის დაპირება და მიღება (მაგალითად, საჩუქარი, სესხი, ჯილდო, კეთილდღეობა, სამუშაო და ა.შ.) პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. ის ხშირად ემყარება არათანაბარ ურთიერთობას "პატრონსა" (მაგალითად, პოლიტიკურ ლიდერს) და კლიენტს (მაგალითად, ამომრჩეველს) შორის. კლიენტელიზმი იწვევს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ემსახურება რამდენიმე ადამიანის განსაკუთრებულ და არა ფართო საზოგადოების ინტერესებს, რასაც მოჰყვება უსამართლო და არალეგიტიმური შედეგები.
როგორც კორუფციის ერთ-ერთი სახეობა, კლიენტელიზმი დაფარულია შემდეგი საერთაშორისო სტანდარტებითა და სახელმძღვანელო დოკუმენტებით:
პატრონაჟი წარმოადგენს ოფიციალური პოზიციის გამოყენებას საჯარო სამსახურში ფავორიტიზმის საფუძველზე პირის დანიშვნის მიზნით, ხშირად პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. ის შეიძლება მჭიდროდ იყოს დაკავშირებული კლიენტელიზმის, ქრონიზმისა და ნეპოტიზმის ცნებებთან. პატრონაჟი იწვევს გადაწყვეტილებების მიღებას არა საზოგადოების ინტერესების, არამედ გადაწყვეტილების მიმღების და მათი თანამოაზრეების ინტერესებს საფუძველზე. ის არღვევს ლეგიტიმური პოლიტიკური გავლენის საზღვრებს და დამსახურების პრინციპებს და იწვევს საჯარო ფინანსების ფლანგვას.
როგორც კორუფციის ერთ-ერთი სახეობა, პატრონაჟი დაფარულია შემდეგი საერთაშორისო სტანდარტებითა და სახელმძღვანელო დოკუმენტებით:
ვინაიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება საარჩევნო პროცესებში არის პატრონაჟის ყველაზე ფართოდ გავრცელებული, როგორც კორუფციის ფორმა, მასთან დაკავშირებით აქტუალურია შემდეგი საერთაშორისო სტანდარტები: